შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ტატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1974-1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1977-1987წწ. - ნევროლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997–1999წწ. - პეტრე სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1999 წლიდან - მიხეილ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხემძღვანელი; უმაღლესი სამედიცინო სკოლის – "აიეტი" ნევროლოგიის კათედრის გამგე, სრული პროფესორი; 42 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სხვადასხვა სახის აბსანსების დიფერენციული დიაგნოსტიკა", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი იდიოპათური გენერალიზებული ეპილეფსიური სინდრომები, კლინიკა, დიაგნოსტიკა, მართვა", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.262; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.368; vidal.ge/doctors ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |