Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ტვილდიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1987-1988წწ. მუშაობდა მცხეთის რაიონის სასწრაფო დახმარების განყოფილებაში; 1988-1993წწ. კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, რესპუბლიკურ დიაგნოსტიკურ ცენტრში; 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა №1 კათედრის ასისტენტი. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გულის ფუნქციურ მდგომარეობაზე მაგნიტური ველების გავლენას. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გეომაგნიტური და ხელოვნური ელექტრომაგნიტური ველების გავლენა გულის სისტემაზე და არითმიის ცირკადულობა", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.263
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |