The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დოსითეოსი (მიტროპოლიტი)

Date of birth:17??
Date of death:17??
Category:Religious leader, Saint

Biography

1795 წლის 11 სექტემბერს, აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის დარბევისას, ყიზილბაშები განსაკუთრებული სისასტიკით  ხოცავდნენ სასულიერო პირებს; ისტორიამ ვერ შემოგვინახა ყველა წამებულის სახელი, თუმცა მათ შორის კარგადაა ცნობილი დოსითეოს მიტროპოლიტი, რომელმაც არ მიატოვა თავისი სამწყსო; სხვა დატყვევებულ ღვთისმსახურებთან ერთად დოსითეოს მიტროპოლიტი მიიყვანეს მტკვრის პირას და მოსთხოვეს რჯულის უარყოფა, მაგრამ ვერანაირი სატანჯველით ვერ გატეხეს; ყიზილბაშები ხელფეხშეკრულ ეკლესიის მსახურთ სათითაოდ ყრიდნენ ადიდებულ მტკვარში; წამებისაგან ისედაც სიკვდილის პირას მისულ დოსითეოს მიტროპოლიტს "სამღვდელმთავრო შეღავათი" მისცეს - ხელფეხშეუკვრელად გადააგდეს მტკვარში; ქართული ეკლესიის მიერ დოსითეოს მიტროპოლიტი შერაცხულია წმინდანად, ხსენების დღეა 12 სექტემბერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.487


Share: