The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირინა ტიმოშჩუკი

Date of birth:29 June, 1945  (79 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი 1967 წელს.

1967-1973წწ. იყო აკადემიკოს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ალერგოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტი; 1973-1988წწ. იმუნოლოგიის ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1988 წლიდან ამავე ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ქსოვილების ტიპირების, განდევნის კრიზისის ადრეული დიაგნოსტიკის, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის იმუნოლოგიური მონიტორინგის, ქირურგიულ ავადმყოფებში კლინიკური იმუნოლოგიისა და იმუნორეაბილიტაციის პრობლემებს. იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმუნოლოგიური მონიტორინგი ფილტვის ქრონიკულ-ჩირქოვანი პათოლოგიის კორექციის შეფასებისათვის", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.263

Member of Organizations

  • თბილისის იმუნოლოგთა, ალერგოლოგთა და იმუნორეაბილიტაციის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

Share: