The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივეტა გერსამია

დაბადების თარიღი:27 ოქტომბერი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მომღერალი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი(ინგლისური ენა), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს(ვოკალური).

1965-1975წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი(სოპრანო); 1980 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(კამერული სიმღერა), 1990 წლიდნ პროფესორი, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი; მოწაფეები არიან: მ. ნიორაძე, ე. ჭყონია, თ. ჯავახიშვილი(ივერი), ნ. ქავთარაშვილი(მირიანი), ნ. ჯავახიძე; მის რეპერტუარში იყო: რომანსები, საოპერო ნაწყვეტები; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვოკალური შემსრულებლობის ზოგიერთი საკითხი დ. უზნაძის განწყობის თეორიის შუქზე", დაიცვა 1977 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მომღერლის შემოქმედების ფსიქოლოგია", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 106



გააზიარე: