Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალიკო ტლაშაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1962-1964წწ. იყო ბაიკანურის სარაკეტო ჯარების ექიმი; 1964-1967წწ. გორის რაიონული ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგი, 1967-1969წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1969-1971წწ. მესტიის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; 1969-1996წწ. რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1980 წელს გორის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე. 1980 და 1990 წლებში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში გაიარა კვალიფიკაციის კურსები პროქტოლოგიაში; 1984 წელს იმყოფებოდა მოსკოვის პროქტოლოგიის ინსტიტუტში. 1983-1996წწ. მუშაობდა რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოში პროქტოლოგიის ცენტრის ექიმად; 1996 წლიდან იყო რესპუბლიკის პროქტოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილე. არის 24 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ქირურგ-პროქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პროქტოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სეფსისით გართულებული რბილი ქსოვილებისა და ჯირკვლოვანი ორგანოების მწვავე ჩირქოვან დაავადებათა კომპლექსური მკურნალობა", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.264 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |