Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიჭიკო გველესიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი რგალი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა თბილისის მუსიკალურ სასწავლებელი 1938 წელს(საგუნდო–სადირიჟორო). სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა ჭიათურის სარაიონო მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელად; მისმა გუნდმა საქართველოს ხალხური თვითმოქმედების I და II ოლიმპიადაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა; 1939–1940წწ. ხელმძღვანელობდა სხვადასხვა თვითმოქმედ კოლექტივებს; 1941 წელს ჩამოაყალიბა მებრძოლთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, რომელიც სამხედრო ნაწილებს ემსახურებოდა; 1947 წელს ჩამოაყალიბა ბავშვთა ანსამბლი, ამავე წელს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ანსამბლის ხელმძღვანელი, ანსამბლმა მიაღწია იმ დონეს, რომ შესაძლებელი გახდა საოპერო სპექტაკლების დადგმა; 1950 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ლოტბარი; დიდი დამსახურება მიუძღვის მრავალი მივიწყებული ქართული სიმღერის აღდგენაში; ლოტბარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 109 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |