The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რახილ გლეზერი

რახილ გლეზერი
დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:2006  (98 წლის ასაკში)
კატეგორია:არტისტი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1928 წელს(საფორტეპიანო).

1928 წლიდან მუშაობდა საქართველოს რადიოკომიტეტში; 1934–1938წწ. მუშაობდა მოსკოვის საკავშირო რადიოსა და ფილარმონიაში; 1939 წელს დაბრუნდა საქართველოში და სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ფილარმონიის კონცერტმაისტერად; 1956–1970წწ. იყო თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(მხატვრული აკომპანემენტი); გლეზერის ხელმძღვანელობით ქართველმა საოპერო მომღერლებმა(ს. ინაშვილი, გ. გოგიჩაძე, ბ. კრავეიშვილი, ნ. ხარაძე, მ. ნაკაშიძე, ე. სოხაძე, ნ. ცომაია, პ. ამირანაშვილი, დ. ბადრიძე, ლ. ჭყონია) მოამზადეს მთელი რიგი საოპერო პარტიებისა, კამერული რეპერტუარი; საოპერო მომღერალ გ. გოგიჩაძის მეუღლე; პიანისტი, კონცერტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 112

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1956 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: