Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეთერ ტოფაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1951წწ. იყო ბათუმის რკინიგზის საავადმყოფოს ექიმი-ლაბორანტი; 1953-1961წწ. თბილისის მე-11, მე-12 ბავშვთა პოლიკლინიკის უბნის პედიატრი; 1961-1971წწ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბავშვთა განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1971 წლიდან ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1980 წლიდან ხელმძღვანელობს პედიატრიულ ჯგუფს. ავტორია 54 სამეცნიერო ნაშრომისა საქართველოს კურორტებზე დაავადებულ ბავშვთა სანატორიულ-კურორტული მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პროფილაქტიკის საკითხებზე. იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი ბავშვთა სანატორიულ-კურორტული დახმარების დარგში, საქართველოს კურორტებზე არსებული ბავშვთა სანატორიუმების კონსულტანტი. პედიატრი-კურორტოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბრონქული ასთმით დაავადებულ ბავშვთა კლიმატური მკურნალობის შედარებითი ეფექტურობა საქართველოს სხვადასხვა სიმაღლის კურორტების პირობებში", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.265 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |