The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეილა ტყემალაძე

Date of birth:23 August, 1924  (100 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიციმო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1947-1949წწ. იყო ი. კონიაშვილის სახელობის კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-გინეკოლოგი, 1949 წელს ამავე ინსტიტუტის ბიოქიმიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, 1957-1971წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1971 წელს კონკურსით არჩეულ იქნა განყოფილების ხელმძღვანელად, შემდეგ გადაყვანილ იქნა თერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში იმავე თანამდებობაზე. ავტორია 172 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის ქრონიკულ და ფილტვის არასპეციფიკურ დაავადებებს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 9 სადოქტორო დისერტაცია, ამზადებდა კადრებს კლინიკურ ბიოქიმიაში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ულტრამაღალი სიხშირის ელექტროგავლენა ღვიძლის ზოგიერთ ფუნქციაზე ექსპერიმენრული ჰეპატიტის დროს", დაიცვა 1956 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კლინიკო-ექსპერიმენტული დასაბუთება ულტრაბგერის სამკურნალო გამოყენების ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებათა დროს", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.265

Member of Organizations

  • ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • 1988 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Share: