The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ წერეთელი

ზურაბ წერეთელი
Date of birth:4 January, 1934  (90 years)
Category:Designer, Scientist, Sculptor, Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1958 წელს.

1959-1966წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მხატვარ-არქიტექტორი; 1965 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის ფონდის მთავარი მხატვარი; 1981 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი; 1983 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების კათედრის გამგე; 1987 წლიდან საქართველოში მის მიერვე დაარსებული დიზაინერთა შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1992-1997წწ. რუსეთის სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი; 1997 წლიდან პრეზიდენტი; 1997 წელს კი ნიუ-იორკის შტატის - ბროკპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის - პროფესორი. 1999 წლიდან მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორი; 2000 წლიდან ზ. წერეთლის ხელოვნების გალერეის დირექტორია. მეცნიერული ინტერესების სფერო: დაზგური და მონუმენტური ხელოვნების ყველა ჟანრი. ავტორია 300-ზე მეტი ფერწერული ნამუშევრისა და მონუმენტური ქანდაკებებისა, რომლებიც დადგმულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (საქართველო, რუსეთი, აშშ, იაპონია, ინგლისი, საფრანგეთი, ბრაზილია, ესპანეთი, პორტუგალია, თურქეთი, ურუგვაი, იტალია, ისრაელი), მათ შორის: პრომეთე(აშშ, 1979), "ბედნიერება მსოფლიოს ბავშვებს" (აშშ, 1979), "ადამიანი და მზე" (თბილისი, 1981), "უნდობლობის კედლის დანგრევა" (ინგლისი, 1989), "ბოროტსა სძლია კეთილმან" (აშშ, 1990), წმიდა ნინოს ძეგლი(თბილისი, 1984-1994), ონორე დე ბალზაკის ქანდაკება (საფრანგეთი, 2004), წმ. გიორგის ძეგლი(თბილისი, 2007) და სხვ. 1997-2007წწ. მიღებული აქვს საფრანგეთის "ვერბეერის", გაბრიელ მისტრალის, ხელოვნებისა და ლიტერატურის, იუნესკოს ოქროს ორდენი, პაბლო პიკასოს დიდი პრემია (1994), იუნესკოს კეთილი ნების ელჩი (1996), წმინდა კონსტანტინეს ორდენი (1996) და სხვ.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია : science.org.geსაქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.195; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.313; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.387; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge

Member of Organizations

  • ბროკპორტის (აშშ) ნატიფი ხელოვნების უნივერსიტეტი, საპატიო პროფესორი
  • მსოფლიო ელიტის აკადემია, აკადემიკოსი (1997-)
  • რუსეთის ინფორმატიკის აკადემია, ნამდვილი წევრი, ვიცე-პრეზიდენტი (1998-)
  • რუსეთის სამხატვრო აკადემია, აკადემიკოსი (1989-)
  • რუსეთის შემოქმედებითი აკადემია, ნამდვილი წევრი, ვიცე-პრეზიდენტი (1992-)
  • სან-ფერდინანდის (მადრიდი) ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1998-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის კულტურის კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (1997-)

Awards and Honors

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში 1997-2001 წლებში გამოცემული "შრომებისა"(5 ტომად) და "ეთნოგრაფიული ალბომისათვის"
  • 2002 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - რსფსრ სახელმწიფო პრემია
  • 1996 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1994 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1993 - რსფსრ სახალხო მხატვარი
  • 1983 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1979 - სსრკ სახალხო მხატვარი
  • 1978 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1978 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1976 - ლენინური პრემია

Share: