შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მადონა უკლება![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1983 წელს. 1984-1987წწ. იყო თერჯოლის რაიონული პოლიკლინიკის პედიატრი; 1987-1989 წლებში პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, 1990 წლიდან ამავე ინსტიტუტის კარდიორევმატოლოგიური განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელია. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება რევმატიზმს, არარევმატიულ კარდიტს-მკურნალობაში რეფლექსოთერაპიის გამოყენებას, ჰორმონულ და იმუნოლოგიურ ძვრებს აღნიშნული პათოლოგიების დროს ბავშვებში. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპოფიზუტ-თირეოიდული სისტემის ფუნქციური აქტივობის მაჩვენებლების მნიშვნელობა ბავშვებში ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტის და რევმატიზმის დიფერენციული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეფექტურობის შეფასებაში", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.267 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |