| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ უჯმაჯურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1974წწ. იყო თელავის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 19074-1976წწ. - საბჭოთა არმიის რიგებში, სამხედრო ექიმი; 1976 წლიდან - უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-უროლოგი; 1991 წლიდან - ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-კლინიკურ ნაწილში. არის 60-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 5 საკანდიდატო და 1 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. ექიმი-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1996). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეტროპერიტონალური სიმსივნეების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა", დაიცვა 1982 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თირკმელების და ზედა საშარდე გზების დაავადებების პერკუტანული და ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.269; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.370; უროლოგიის ეროვნული ცენტრი: urologycenter.ge Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

