შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი უშვერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს. 1944-1945 წლებში იყო კურორტ აბასთუმნის ექიმი-ფტიზიატრი, 1945-1952 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიის კათედრის ორდინატორი, ასისტენტი, 1952-1968 წლებში საქართველოს კურორტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე, 1968 წლიდან საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა შინაგანი დაავადებების კლიმატური ფაქტორებით მკურნალობის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "ტუბერკულოზის კლიმატოთერაპია", თბილისი, 1956; "კურორტი აბასთუმანი და მისი სამკურნალო თვისებები", თბილისი, 1960; "საქართველოს კურორტები"(თანაავტორებთან ერთად), თბილისი, 1982; "კურორტები"(ენციკლოპედიური ერთტომეული, თანაავტორებთან ერთად), მოსკოვი, 1983; "საქართველოს კურორტები და საკურორტო რესურსები"(თანაავტორებთან ერთად), მოსკოვი, 1983. ექიმი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი. საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. საკანდიდატო დისერტაციის თემა-"ნახშირწყლების ცვლა ტუბერკულოზის დროს აბასთუმნის მთის ჰავის პირობებში", დაიცვა 1952 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა-"საშუალო სიმაღლის მთის ჰავის თერაპიული მოქმედების მექანიზმები", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.269; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.99 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |