The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბეჟან ჭანკვეტაძე

ბეჟან ჭანკვეტაძე
Date of birth:13 June, 1957  (66 years)
Category:Scientist, Chemist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი ფიზიკური ქიმიის სპეციალობით 1979 წელს.

1980-1984წწ. საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ლაბორანტი; 1984-1985წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის კათედრის ლაბორანტი; 1985-1998წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1998-2006წწ. კათედრის პროფესორი; 2006-2012წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ქვემიმართულების სრული პროფესორი და ქვემიმართულების ხელმძღვანელი; 2012 წლიდან სრული პროფესორი და ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის გამგე. 1991-2002წწ. ხანგრძლივი მივლინებით მუშაობდა გერმანიაში, მიუნხენის უნივერსიტეტის ფარმაცევტული და სამედიცინო ქიმიის ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკად და მიწვეულ პროფესორად; 1992-2005წწ. ასევე ხანგრძლივი მივლინებით იაპონიაში, ნაგოიას უნივერსიტეტის ქიმიის განყოფილებაში მეცნიერ-მუშაკად; 2002-2007წწ. მიწვეული იყო ლაბორატორია Sepaserve Gmbh-ის დირექტორად; 2007 წლიდან Enantiosep Gmbh-ის დირექტორად; 2007 წლიდან დღემდე ამერიკული კომპანია Phenomenex-ის კონსულტანტი; 2005 წლიდან ჟურნალის - "journal of pharmaceutical and biomedical analysis" რედაქტორი. მეცნიერული ინტერესების სფეროა: ნივთიერებათა დაყოფის მეთოდები, სითხური ქრომატოგრაფია, ნანოქრომატოგრაფია, კაპილარული ელექტრო ფორეზი, კაპილარული ელექტრო-ქრომატოგრაფია, ქირალური გამოცნობა და მისი მექანიზმები, ქირალური ანალიზი, ფარმაცევტული და ბიოსამედიცინო ანალიზი, ახალი მაღალტექნოლოგიური მასალები და ა.შ. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე მისი თანაავტორობით წარმოდგენილი იყო 250-ზე მეტი მოხსენება. სხვადასხვა პერიოდში იყო ამერიკის ქიმიური საზოგადოების წევრი, ნიდერლანდების, ბელგიის, იტალიის, ჩეხეთის, ავსტრალიისა და პოლონეთის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კომიტეტების წევრი, რეფერენტი. მრავალი გამომცემლობისა და სამეცნიერო ჟურნალის რეცენზენტი. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი(1985) ფიზიკური ქიმიის დარგში; ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი(1998), რამდენიმე საერთაშორისო პრემიის ლაურეატი.

წყარო: http://science.org.ge/newsite

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2009-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიის ნამდვილი წევრი (2013-)

Awards and Honors

  • 2016 - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემია "წლის საუკეთესო მეცნიერი" (პირველი ლაურეატი)

Share: