| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სულიკო ფალავანდიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს. 1963–1964წწ. მუშაობდა მცხეთის კარსანის ტუბერკულოზის საავადმყოფოს ექიმად; 1964–1966წწ. ქ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1966-1967წწ. ქ. თბილისის IV მთავარი სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ექიმი; 1967-1970წწ. ქ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის კათედრის ასპირანტი; 1971-1985წწ. აკადემიკოს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გულის ქირურგიის განყოფილების ჯერ უმცროსი, შემდეგ - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-1986წწ. საქართველოს რესპუბლიკური ინფექციური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დისპანსერიზაციის განყოფილების გამგე; 1986-1988წწ. საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სამმართველოს ექიმი – ინსპექტორი; 1987 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1988 წელს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ლაბორატორიის მთავარი ექიმი; 1988-1990წწ. რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს საკონსულტაციო პოლიკლინიკის დისპანსერული განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. აქვე - მთავარი ექიმის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საკონსულტაციო პოლიკლინიკური მუშაობის დარგში; 1994-2000წწ. მთავარი ექიმის მოადგილე საორგანიზაციო-მეთოდური და პოლიკლინიკური მუშაობის დარგში; 2000 წლიდან პენსიაზე. ავტორია 79 სამეცნიერო ნაშრომისა და 1 სახელმძღვანელოსი, გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიტრალური კომისუროტომია ორსულობის დროს", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.272; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.879-882
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

