The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ ფარღალავა

ნუგზარ ფარღალავა
Date of birth:2 January, 1949  (76 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1973–1975წწ. იყო სამხედრო ექიმი; 1975–1977წწ. თბილისის 21–ე პოლიკლინიკის ქირურგი; 1977–1994წწ. მუშაობდა ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში; 1985–1993წწ. მოსკოვის მე–2 სამედიცინო ინსტიტუტის ფაკულტეტური ქირურგიის კლინიკაში; 1994 წლიდან ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორის მოადგილე. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომის. სისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავისუფალი კანის ნაფლეთის გადანერგვა არტერიულ–ვენური კავშირით მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენებით", დაიცვა 1983 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "არატრადიციული მეთოდებით ვენური ტრანსპლანტატების გამოყენება ქვემო კიდურების არტერიების რეკონსტრუქციულ ქირურგიაში", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.273

Member of Organizations

  • საქართველოს ანგიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს მიკროცირკულაციის და ჰემორეოლოგიური საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • ქირურგთა საერთაშორისო კოლეჯი, წევრი

Share: