The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ფაღავა

ზურაბ ფაღავა
დაბადების თარიღი:6 აგვისტო, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1978–1983წწ. იყო აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის ექიმი; 1983–1988წწ. გულის უკმარისობის განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1988 წლიდან კარდიული რეაბილიტაციის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 63 სამეცნიერო ნაშრომის. მუშაობს საქართველოში კარდიული რეაბილიტაციის ეროვნული პროგრამის კონცეფციის შემუშავებაზე. სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევს სამეცნიერო თემატიკის დამუშავებას კარდიული რეაბილიტაციის და მეორადი პროფილაქტიკის პრევენციის შესახებ. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფიზიკური რეაბილიტაციის გამოყენების კლინიკო–ფიზიოლოგიური დასაბუთება მიოკარდიუმის ინფარქტის ეტაპებზე", დაიცვა 1996 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.273

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • სამედიცინო რეაბილიტაციის განვითარების ქართული ფონდი, ხელმძღვანელი
  • საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: