The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგორი გორბოვიჩი

დაბადების თარიღი:4 აგვისტო, 1932
გარდაცვ. თარიღი:14 თებერვალი, 1998  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ისრაელი
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი.

დაამთავრა ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1949 წელს.

1949–1967წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი(სახასიათო ცეკვები); 1967–1973წწ. კუბის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი და ალონსოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1973–1975წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგ–რეპეტიტორი; 1975–1993წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი; რეპერტუარი: მონტანო, კვიპროსელი (ა. მაჭავარიანი "ოტელო"), სარდალი, ინდური (დ. თორაძე "გორდა"), მეტყევე (ადანი "ჟიზელი"), მენგო (კრეინი "ლაურენსია"), ბებია (ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"), ესპადა, ესპანური, ბოშური (მინკუსი "დონ კიხოტი"), მასხარა, ესპანური, სასიძო (ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მძინარე მზეთუნახავი"), ლი შან–ფუ (გლიერი "წითელი ყაყაჩო"), მომთვინიერებელი (მოროზოვი "ექიმი აიბოლიტი"), სოლო კასტანეტებით (კრეინი "ლაურენსია"); ცეკვები საოპერო სპექტაკლებში: სწრაფი ცეკვა (ბიზე "კარმენი"), ესპანური (ვერდი "ტრავიატა").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 113

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1959 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: