Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ დოღონაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკის ინსტიტუტი 1955 წელს. 1958-1979წწ. იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ელექტროქიმიური ინსტიტუტის თეორიული განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და ჯგუფის ხელმძღვანელი; 1970-1973წწ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1983-1985წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის თეორიულ კვლევათა განყოფილების დამაარსებელი და გამგე; 1985 წლიდან ეს განყოფილება მისი სახელობისაა; ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას; მისი ძირითადი შრომები ეძღვნება ქიმიის, ელექტროქიმიისა და ბიოქიმიის პროცესებში მუხტის გადატანისა და ფოტოგადატანის კვანტურ-მექანიკური თეორიის დამუშავებას; მან შექმნა ამ მიმართულების თეორიტიკოსთა სამეცნიერო სკოლა; საქართველოში თანამედროვე ელექტროქიმიური ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1978). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.489 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |