Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანა ფილია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენის ფაკულტეტი 1985 წელს. 1985 წლიდან მუშაობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ვიტამინოლოგიას, მიკროტოქსინების ფიზიოლოგიას(ორგანიზმში მიმდინარე Ca-ის ცვლის პროცესებზე მიკროტოქსინების გავლენის შესწავლა და ამ პროცესების რეგულირება ვიტამინ D-ს ჰორმონებით). ასწავლის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. მოსკოვში მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის კვების ინსტიტუტში მონაწილეობდა სოროსის ფონდის და მსოფლიო ბანკის გრანტებში. მუშაობს ჩიყვის პრევენციის პრობლემებზე. ექიმი-ჰიგიენისტი(ეპიდემიოლოგი). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკვების ჰიგიენის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კალციუმის ცვლა და მისი რეგულაცია ვიტამინ D-თი მიკროტოქსინების ზემოქმედებისას", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.274
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |