The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ფირადაშვილი

Date of birth:7 December, 1926  (98 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბდების ადგილი: სოფელი ველისციხე(გურჯაანის რაიონი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1948-1950წწ. იყო კურორტ ჯავას ექიმი-ორდინატორი; 1951-1952წწ. სანატორიუმ "ჯავას" მთავარი ექიმი; კურორტ კვაისის სამედიცინო ნაწილის პოლიკლინიკის გამგე; 1952-1955წწ. სისხლის გადასხმის ინსტიტუტის კლინიკური ორდინაროტი; 1956-1958წწ. რუსთავის მედ. სან. ნაწილის თერაპიული განყოფილების გამგე; 1958-1960წწ. რენტგენ-რადიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1969წწ. კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი, 1969-1977წწ. სხივური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1977-1996წწ. ონკოლოგიური ცენტრის ჰემობლასტოზების განყოფილების ხელმძღვანელი, 1996 წლიდან ხელმძღვანელობდა მედიკამენტოზური მკურნალობის განყოფილებას. ავტორია 143 სამეცნიერო ნასრომისა, რომლებიც ძირითადად ეხება სისტემური დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობისა და  პროფილაქტიკის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "სისხლის წარმოქმნის ფუნქციური თავისებურებანი ცენტრალური ნერვული სისტემის მკვეთრი მოშლის შემთხვევაში", "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1960. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია, დანერგილი აქვს მკურნალობის ახალი მეთოდები. საკავშირო მნიშვნელობის გამომგონებელი. ონკოლოგ-რადიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის წარმოქმნის ფუნქციონალური თავისებურებანი სისხლის მრავალჯერადი გამოკვებისა და გადასხმისას კვებითი და დამცველობითი რეფლექსების ურთიერთქმედების შემდეგ", დაიცვა 1956 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ლიმფოგრანულომატოზი", დაიცვა 1965 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.275

Member of Organizations

  • ონკოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • საკოორდინაციო საბჭო, წევრი
  • სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი

Awards and Honors

  • 1970 - მედალი "ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო"
  • პროფესორ ღვამიჩავას სახელობის II ხარისხის პრემია
  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

Share: