Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გოგიჩაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზვერეთი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1934 წელს(საინჟინრო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1934 წელს(ვოკალური). გიმნაზიაში სწავლის პერიოდში მღეროდა გიმნაზიის გუნდში(დისკანტი); 1934 წლიდან იყო მოსკოვის რადიოკომიტეტის მხატვრული დასის სოლისტი, პარალელურად მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი, 1936–1939წწ. მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო სტუდიის სოლისტი(ბანი); 1939–1952წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1950 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" ვოკალური განყოფილების გამგე; 1952 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(სოლო სიმღერა); მოწაფეები იყვნენ: ლ. ჭყონია, მ. მახარაძე, ა. ხომერიკი, ნ. მკერვალიძე, ლ. ასათიანი, ვ. კუბლაშვილი, ვ. ჩაქმაჩ–ოღლი, ო. ფერშენგიშვილი, ა. გელეიშვილი, თ. ჯაფარიძე, ნ. ჩაგანავა; მის რეპერტუარში იყო, ქართული: ცანგალა(ზ. ფალიაშვილი "დაისი"), გლახა(იპოლიტოვ–ივანოვი "ღალატი"), ვანო(შ. თაქთაქიშვილი "დეპუტატი"), ლევანი(ი. ტუსკია "სამშობლო"), გელა(ი. გოკიელი "პატარა კახი"), როსტევან მეფე(შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა"), ნადირ–ხანი(ა. კერესელიძე "ბაში–აჩუკი"), თავადი, ელიზბარი(ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი", "ლაშქარა"), ალმასხანი(ბალანჩივაძე "მზია"), მახრების ცეკვა(ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"); სხვა რეპერტუარი: დონ ბაზილიო(როსინი "სევილიელი დალაქი"), კარდინალი(ჰალევი "რაქილი"), სპარაფუჩილე(ვერდი "რიგოლეტო"), მარსელი(მეიერბერი "ჰუგენოტები), მეფისტოფელი(გუნო "ფაუსტი"), მეფე, ლინდორფი, დოპერტუტა, კრესპელი(ოფენბახი "პერიკოლა", "ჰოფმანის ზღაპრები"), ბორისი, პიმენი, ვარლაამი(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), კოჩუბეი, გრემინი(ჩაიკოვსკი "მაზეპა", "ევგენი ონეგინი"); პარტიები მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე: სამიელი(ვებერი "ჯადოსნური მსროლელი"), მოცარტის, რიმსკი–კორსაკოვის, მუსორგსკის ოპერები; თანამშრომლობდა დირიჟორებთან: ო. ფრიდი, გ. სებასტიანი, ბ. ს. გოლოვანოვი; დაწერილი აქვს 67 სამეცნიერო და მეთოდური ხასიათის ნაშრომი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 114 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |