შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზოია გოგელავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1957 წელს. 1957 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი (სახასიათო პარტიები); 1977–1979წწ. სტაჟირება გაიარა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში; 1980–1995წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი(კლასიკური და სახასიათო ცეკვები), პარალელურად ა. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლის პედაგოგი (სკლასიკური და სახასიათო ცეკვები); ქართული რეპერტუარი: ქართული (გრ. კილაძე "სინათლე"), ოდალისკა(დ. თორაძე "გორდა"); სხვა რეპერტუარი: მერსედესი (მინკუსი "დონ კიხოტი"), ბოშური, ლირიკული (კრეინი "ლაურენსია"), თეთრი, ვარდისფერი (რიმსკი–კორსაკოვი "ესპანური კაპრიჩიო"), ინდური (მინკუსი "ბაიადერა"), ბასკური (ასაფიევი "პარიზის ალი"), ბოლერო(რაველი "ბოლერო"), გედების ოთხეული(ჩაიკოვსკი "გედების ტბა"), ვილისი(ადანი "ჟიზელი"), ქალიშვილი (დე ფალია "ცეცხლის ცეკვა"), აფრიკული (გერშვილი "ცისფერი რაფსოდია"); ცეკვები საოპერო სპექტაკლებიდან: ქართული (ზ. ფალიაშვილი "ლატავრა"), ესპანური (ბიზე "კარმენი"), ყივჩაღთა ცეკვა (ბოროდინი "თავადი იგორი"), ესპანური (ვერდი "ტრავიატა"); გასტროლებით იმოგზაურა: სსრკ, პოლონეთი, უნგრეთი, საფრანგეთი (თბილისის საბალეტო დასთან ერთად). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 114 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |