Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლამარა გოგლიჩიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1958 წელს (საფორტეპიანო), 1961 წელს (ვოკალური). 1959–1963წწ. იყო თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კონცერტმაისტერი; 1961–1973წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კონცერტმაისტერი(ვოკალური ფაკულტეტი), 1964 წლიდან აქვე, სოლო და კამერული სიმღერის პედაგოგი; 1968–1982წწ. თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის ვოკალური განყოფილების გამგე; 1969–1973წწ. პროფესორ დ. ანდღულაძის კლასის ასისტენტ–სტაჟიორი; 1984–1994წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის დეკანი, 1994 წლიდან პროფესორი; დაარსებიდან თბილისის მუსიკალურ–ექსპერიმენტული სკოლის პედაგოგი (ვოკალი); ყავს ლაურეატი მოწაფეები (სოლო და კამერული სიმღერის განხრით): ა. ჩიხრაძე, ს. ტატოევა, რ. გოგოლაშვილი, ე. გეწაძე, გ. ბეჟუაშვილი, ნ. ნაჭყებია, ო. იშხნელი, თ. გუგუშვილი, მ. გულორდავა; ქართული რეპერტუარი: რუსუდან მაღალაშვილი (რ. გაბიჩვაძე ოპერა "ნანა", პრემიერა თბილისის საოპერო სტუდიაში); რომანსები, კამერული რეპერტუარი: შუბერტი, შუმანი ვოკალური ციკლები, მალერი "მოხეტიალე შეგირდის სიმღერები" (პირველი შესრულება საქართველოში); პიანისტი, მუსიკის კრიტიკოსი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 115 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |