Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჭაბუკ ფურცხვანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1948–1951წწ. მუშაობდა როსტოვში პოლკის უფროს ექიმად; 1951–1953წწ. რუმენცოვში ბრიგადის ექიმად; 1953–1956წწ. კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა მოსკოვის ტუპერკულოზის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1956–1959წწ. იყო ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1960–1961წწ. თბილისის ტუპერკულოზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1961–1966წწ. უფროცი მეცნიერ–თანამშრომელი; 1966 წლიდან ხელმძღვანელობს აღნიშნული ინსტიტუტის დიაგნოსტიკურ განყოფილებას და არის ჯანდაცვის სამინისტროს ტუპერკულოზის მთავარი სპეციალისტი. ავტორია 158 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია. არის ექიმი–ფტიზიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლდენა და სისხლიანი ხველა ფილტვების ტუპერკულოზით დაავადებულ ავადმყოფებში", დაიცვა 1957 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მადრენირებული ბრონქების როლი ფილტვების კავერნოზული ტუბერკულოზის ინვოლუციის დროს", დაიცვა 1965 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.278 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |