Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ფუფინი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ვოლოგდა. დაამთავრა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951–1955წწ. იყო მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის მოთავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1955–1958წწ. ვოლოგდის საავადმყოფოს ქირურგი; 1959–1961წწ. ნოვოსიბირსკის აკადემქალაქის ერთ–ერთი კლინიკის ასპირანტი; 1961–1962წწ. ამავე ქალაქის სისხლის მიმოქცევის პათოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1963–1964წწ. განყოფილების გამგე; 1964–1968წწ. ინსტიტუტის დირექტორი; 1969–1988წწ. თბილისის კარდიოლოგიური ცენტრის დამაარსებელი და წამყვანი ქირურგი. ავტორია 219 სამეცნიერო ნაშრომის. ციმბირის ქალაქებში (ტომსკი, ომსკი, ხაბაროვსკი, ირკუტსკი, ბარნაული) დააარსა გულის ქირურგიის განყოფილებები. კოლეგებთან ერთად საქართველოს ყველა კუთხეში შესწავლილი აქვს გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების ეპიდემიოლოგია. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი (1977). კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შეუხორცებელ არტერიულ სადინარებზე მექანიკური ნაკერების გამოყენება კლინიკის პირობებში", დაიცვა 1962 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქირურგიული ოპერაციის მოცულობა და ხანგრძლივობა "მშრალ" გულზე პერფუზიის გარეშე" დაიცვა 1968 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.178 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |