The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ქავთარაძე

Date of birth:10 September, 1948  (75 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-1976წწ. იყო  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1977-1989წწ. იყო ამავე ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის სუბორდინატორთათვის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1989-1991წწ. დოცენტი, 1985 წლიდან კლინიკური ფსიქოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქოსომატური მედიცინის და ფსიქოთერაპიის ფაკულტეტის დეკანი, თერაპიის №1 კათედრის პროფესორი. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა ძირითადი პრობლემატიკა ფსიქოსომატურ მედიცინას შეეხება. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 1 სადოქტორო და 7 საკანდიდატო დისერტაცია. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მოგვიანებითი ტიპის ზემგრძნობელობა გულის იშემიური დაავადებების დროს", დაიცვა 1977 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულის იშემიური და ჰიპერტონული დაავადებების პათოგენეზისა და კლინიკის ასპექტები ავადმყოფთა ფსიქოადაპტაციური და ქარაქტეროლოგიური თავისებურებების ჭრილში", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.280

Member of Organizations

  • საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაცია, გამგეობის წევრი
  • საქართველოს ინტერნისტთა საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი

Awards and Honors

  • 1984 - საქართველოს კომკავშირის პრემია

Share: