Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჟუჟუნა დუგლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1946-1948წწ; დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1950 წელს. 1950-1970წწ. იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ქსენია (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), გაიანე (პ. კაკაბაძის "ბედნიერი სამჭედლო"), თამრო (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), კლარა (ბ. ნუშიცის "ფილოსოფიის დოქტორი"), ამარანტა (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), კეკე (გ. სუნდუკიანის "პეპო"); 1955 წლიდან იღებენ კინოში, როლები: თამარი ("აბეზარა"), ჩიტო ("ორი ოჯახი"), მასწავლებელი ქალი ("ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება"); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.503 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |