Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა გოგოლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გოგოლესუბანი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი (საგუნდო–სადირიჟორო). 1950 წლიდან ჩოხატაურის გუნდში (ხელმძღვანელი ვლადიმერ ბერძენიშვილი) ერთ-ერთ ლოტბარად მიიწვიეს, რადგან თბილისში გაიარა სპეციალური სადირიჟორო კურსები, 1954 წლიდან უკვე თავად ხელმძღვანელობდა ამ გუნდს; 1960–1979წწ. მოღვაწეობდა ქალაქ რუსთავში, სადაც შექმნა 120-კაციანი გუნდი, რომელმაც 1961 წელს თბილისში, რესპუბლიკურ დათვალიერებაზე დაიმსახურა პირველი ადგილი და ფესტივალის პრემია; 1967 წელს ჩოხატაურში დააარსა ანსამბლი "გურია", რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა; მას არაერთხელ ეწვივნენ უცხოელი სპეციალისტები და ქართული ხალხური სიმღერის მოყვარულნი: მორიტა სანი (იაპონია), ფრენკ კეინი (საფრანგეთი), სიუზან ციგლერი (გერმანია), ჰელენ ჩედვიკი (ინგლისი), იოჰან ვესტმანი (შვედეთი), კარლ ლინიკი (აშშ), სოსო ჟორდანია და ნინო ციციშვილი (ავსტრალია), უცხოეთში მოღვაწე ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებელი ანსამბლები: ტრიო "მზეშინა" (პარიზი) და "გორანი" (ავსტრალია); ფრენკ კეინის მიწვევით გახლდათ პარიზში, ხოლო იოსებ ჟორდანიას მიწვევით — ავსტრალიაში, ქართული ხალხური სიმღერების შესწავლის მიზნით; ორივე ტურნემ წარმატებით ჩაიარა; "გორანმა" და სხვა ავსტრალიურმა ანსამბლებმა ისწავლეს და კომპაქტ-დისკზეც ჩაწერეს მისგან ნასწავლი ქართული ხალხური სიმღერები; გასტროლებით იმოგზაურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში; ლოტბარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 116; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.302 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |