Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ მურვანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა სურამი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა ახალციხის სატყეო სასწავლებელი 1893 წელს. 1893 წელს იყო მარტყოფის სატყეოს უფროსის თანაშემწე; 1897 წლიდან გადაყვანილ იქნა შულავერში იმავე თანამდებობაზე; 1903 წლიდან მუშობს აბასთუმნის სატყეოს გამგის თანაშემწედ; 1910 წლიდან წაღვერის სატყეოს უფროსად; 1922 წელს ინიშნება ბორჯომის მამულის მმართველის მოადგილედ და ტყეების მთავარ გამგედ; 1923 წელს ბორჯომში მოაწყო რესპუბლიკაში პირველი თესლის საშრობი ქარხანა, რომელიც აღჭურვილი იყო ყოველგვარი დამხმარე მანქანა-იარაღებით, ამით საფუძველი ჩაუყარა ტყის სათესლე მეურნეობას; ეს თესლი, საქართველოს გარდა, იგზავნებოდა მოსკოვის, ლენინგრადის, კურსკის, ვორონეჟის ოლქების ტყეებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, საზღვარგარეთაც. თითქმის ყველა სატყეო მეურნებასთან მოეწყო სანერგეები, სადაც გამოიყვანეს ფიჭვის ახალი ჯიშები; 1933-1934წწ. იგი წყალტუბოს სატყეო მეურნეობის, ხოლო შემდეგ-პენსიაზე გასვლამდე(1948) სურამის სატყეო მეურნეობის დირექტორია. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ტყის მეურნეობის სათანადო კადრების აღზრდა-მომზადებაში. იგი თავისი საქმის ბრწყინვალე მცოდნე იყო და დიდი გამოცდილება ჰქონდა ტყეების აღდგენა-განახლებაში; განსაკუთრებით დიდი ამაგი დასდო წაღვერის სატყეო მეურნეობას; მისი ხელმძღვანელობით ბორჯომში, წაღვერში, ბაკურიანში, აბასთუმანში მრავალ ჰექტარზე გაშენდა ტყე. 1975 წელს დაწესდა მისი სახელობის ყოველწლიური პრიზი, რომლითაც საუკეთესო პოფესიონალი მეტყევეები ჯილდოვდებოდნენ. მეტყევე, საქართველოში ტყის გაშენების ერთ-ერთი ორგანიზატორი და ტყეების დაცვის, მოვლისა და აღდგენის დიდი ენთუზიასტი. წყარო: გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" N102.-თბ.,.- 2016.- გვ.6-7; ყველა სიახლე: allnews.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |