Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ციცინო ქართველიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს, 1951-1954 წლებში კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ასპირანტურა. 1955-1964წწ. იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული და კლინიკური ფარმაკოლოგიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1964 წლიდან ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კარდიოტროპული სამკურნალო საშუალებების გავლენას მიოკარდიის ულტრასტრუქტურაზე და მეტაბოლიზმზე, უკანა ჰიპოთალამუსის გაღიზიანების დროს ჰიპოტენზურ, ანტიარითმიულ, ანტიოქსიდანტურ და პეროქსიდაციის პროცესებზე მოქმედ პრეპარატებს. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კარბოჰიდრაზონიუმკობალტის გავლენა გლუვ-კუნთოვან მუსკულატურაზე და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ექსპერიმენტული ჰიპერტონიის პირობებში". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.283 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |