The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კვინიხიძე

ალექსანდრე კვინიხიძე
დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1967 წელს.

1973-1976წწ. ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1976-1992წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-1994წწ. მიწვეული პროფესორი გერმანიის უნივერსიტეტში (Erlangen University); 1995-1999წწ. ავსტრალიის უნივერსიტეტის (Flinders University) ფიზიკის დეპარტამენტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2002-2003წწ. მიწვეული პროფესორი ამავე უნივერსიტეტში; 1999-2001წწ. ინგლისის ერთ-ერთი უნივერსიტეტის(University Of Manchester) ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2005-2006წწ. აშშ-ში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის(University Of Washington) მიწვეული პროფესორი ფიზიკის ფაკულტეტზე; 2002-2006წწ. - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მეცნიერის ინტერესების სფეროა: ველის კვანტური თეორია, კვანტური ქრომოდინამიკა, ველის ეფექტური თეორია, დენები და ყალიბური ინვარიანტობა, მრავალი ნაწილაკის პრობლემა, კვარკები და ადრონები ცხელ და მკვრივ გარემოში და ა.შ. ავტორია 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. სხვადასხვა წლებში მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.33; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2021-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2009-2021)

გააზიარე: