The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ქევანიშვილი

ზურაბ ქევანიშვილი
Date of birth:15 March, 1941  (84 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1968-1969წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1969-1975წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ექსპერიმენტული და კლინიკური აუდიოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1975-1990წწ. ამავე ლაბორატორიის ელექტროფიზიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; 1990 წლიდან აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი. ავტორია 224 სამეცნიერო ნაშრომისა ქართულ, რუსულ,  ინგლისურ და გერმანულ ენებზე, მათში გაშუქებულია სმენის სისტემის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის პრობლემები. არის შემდეგი მონოგრაფიების თანაავტორი: "Ращепленный мозг"("მეცნიერება", თბილისი, 1972), "Слуховые возвания потенциала человека"(ხეჩინაშვილი, ქევანიშვილი, "საბჭოთა საქართველო", თბილის, 1995). მისი ხელმძღვანელობით და კონსულტაციებით დაცულია 6 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია. არის ინგლისურენოვან სამეცნიერო ჟურნალ "Journal Georgian Medicine" მთავარი რედაქტორი. აუდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კორძიანი სხეულის როლი თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ურთიერთმოქმედებაში", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აუდიტორია მოკლე და გრძელი ლატენტობის სმენის გამოწვეული პოტენციალებით", დაიცვა 1982 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.284; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ. 84

Member of Organizations

  • ამერიკის აკუსტიკური საზოგადოება, ასოცირებული წევრი (1995-)
  • გერმანიის ოტოლარინგოლოგთა საზოგადოება, წევრ-კორესპინდენტი (1998-)
  • ერდანგენის(გერმანია) მედიკო-ფიზიკური საზოგადოება, წევრ–კორესპონდენტი (1988-)
  • თავის ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის(IBRD) საქართველოს ფილიალის მმართველი საბჭო, წევრი (1996-)
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1996-)
  • ოტოლარინგოლოგთა მსოფლიო კოლეგია, წევრი (1994-)
  • საქართველოს მედიკო-ბიოლოგიური მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1994-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2009-)

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1987 - ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია
  • 1986 - საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: