The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვენერა ქვლივიძე

დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს.

1968-1971წწ. იყო ცელინოგრადის ოლქის ქ. ესილის რაიონის(ყაზახეთი) მეან-გინეკოლოგი, მთავარი ექიმის მოადგილე; 1971-1974წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეან-გინეკოლოგიის კათედრის ასპირანტი, 1975-1996წწ. ამავე კათედრის ასისტენტი, 1996 წლიდან დოცენტი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომისა ნაყოფისა და ახალშობილის საკვერცხის სტრუქტურული ცვლილებების პათოგენეზურ ასპექტებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია "ანტიოქსიდანტები მეანობაში". მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საკვერცხეების მორფოფუნქციური თავისებურებანი ორგანიზმის დაბერების პროცესში", დაიცვა 1980 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.286

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1970 - მედალი "ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო", მედალი
  • ყაზახეთის წითელი ჯვრის საზოგადოება, სიგელი

გააზიარე: