შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან ქორიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1984 წელს იყო ნოვოსიბირსკის №4 სამშობიარო სახლის ობსერვაციული განყოფილების გამგე; 1985 წელს თბილისის №5 სამშობიარო სახლის ობსერვაციული განყოფილების გამგე, თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს სამეანო განყოფილების გამგე; 1995 წლიდან თბილისის ექსპერიმენტული სამშობიარო სახლის დირექტორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომისა მეანობა-გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორსულთა მძიმე ტოქსიკოზის ფონზე წარმოებული საკეისრო კვეთის შემდგომ მელოგინეთა კლინიკურ-იმუნოლოგიური და ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევები", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.288; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.324 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |