The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ გოგოტიშვილი

თამაზ გოგოტიშვილი
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:7 თებერვალი, 2016  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო ფაკულტეტი 1967 წელს.

ქართული ხალხურ ცეკვას ეზიარა ბათუმის მხატვრული თვითმოქმედების კოლექტივში ალ. ჯიჯეიშვილის ხელმძღვანელობით. 1955 წელს მახარაძის რაიონის სოფელ შრომაში კოლმეურნეთა თვითმოქმედი ქორეოგრაფიული კოლექტივი ჩამოაყალიბა. 1960 წლიდან იყო თბილისის მე-3 ექსპერიმენტული სკოლის ქორეოგრაფად გადაიყვანეს. ახალგაზრდა ხელოვანმა სკოლაში საკმაოდ ძლიერი კოლექტივი შექმნა, რომლითაც საფუძველი ჩაუყარა მოსწავლეთა ანსამბლს სსრკ სახალხო არტისტის ნ. რამიშვილის ხელმძღვანელობით, ანსამბლმა მალე მოიპოვა აღიარება და არაერთი გამარჯვება. იგი სხვადასხვა დროს დიდი წარმატებით გამოდიოდა მოსკოვის, ლენინგრადის, კიევის, რიგის, ტალინის, უჟგოროდის, ხარკოვის, ტაშკენტის, სევასტოპოლის, ოდესის, საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში. 1966–1969 წლებში იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მოცეკვავე (ხელმძღვანელი ნ. რამიშვილი, ი. სუხიშვილი). 1976 წელს ანსამბლმა კონცერტები გამართა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და ავსტრიის სხვა ქალაქებში. ქორეოგრაფის საუკეთესო დადგმებია: "ფერხული ფარცა", "განდაგანა", "ხორუმი", " მხედრული", "დავლური ქართულით", "ოსური", "კინტოური", "ყაზბეგური", "ლელო", "შეჯიბრი". იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახხელმწიფო დამსახურებული ანსამბლის დირექტორი. 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 117; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.378; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.49

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის მომზადების საქმეში დიდი დამსახურებისათვის
  • 1985 - სამკერდე ნიშანი - "საქართველოს წარჩინებული მასწავლებელი"
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: