შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ქოჩიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1982-1984წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი, 1984-1988წწ. ასპირანტი, 1988 წლიდან კათედრის ასისტენტი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინი უნივერსიტეტის პროფესორი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უროლოგიური სამსახურის უფროსი, კლინიკა "გიდმედის" კლინიკური დირექტორი, სრული პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ექიმი-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2001). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის მორფოლოგიური თავისებურებანი ასაკობრივ ასპექტში", დაიცვა 1988 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტის განვითარების მექანიზმი და მისი პათოგენეზური მკურნალობა", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.289; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.373; tbilisipost.ge; vidal.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |