შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როლანდ დუდუჩავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1968 წელს. 1970 წლიდან მუშაობდა ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1973-2004წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტებზე; 2002 წლიდან ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მათემატიკა ფიზიკის განყოფილების გამგეა; 1993-2004წწ. იყო მიწვეული პროფესორი გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტებში; 2004-2007წწ. ზაარლანდის (ზაარბრიუკენი,გერმანია) უნივერსიტეტის დიფერენციალური გეომეტრიის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი; 2007-2009წწ. მუშაობდა ევრო-კავკასიურ ქართულ-გერმანულ უნივერსიტეტში; თანამშრომლობს რენეს(საფრანგეთი), ავეიროს(პორტუგალია), ამსტერდამის (ჰოლანდია), სანქტ-პეტერბურგის (რუსეთი) უნივერსიტეტებთან; 2000-2002წწ. სამეცნიერო კონტაქტით მუშაობდა აეროკოსმოსურ ფირმასთან "დორნიე" (დაიმლერ-კრაისლერი); სამეცნიერო ინტერესების სფეროებია: სასაზღვრო ამოცანები კერძოწარმოებულიანი დიფერენცირებული განტოლებებისათვის, ინტეგრალური განტოლებები, დრეკადობის თეორიის და ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების ამოცანები, ბოლცმანის არაწრფივი განტოლებები; არის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი; 2009 წელს დაარსა საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ბათუმის საერთაშორისო კონფერენციების სერია, რომელიც 2023 წელს ჩატარდა მეცამეტედ; 2019 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი. მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1989). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.504 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |