Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი დუმბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გეგელიძეები, ქედის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მექანიკის სპეციალობით 1966 წელს. 1966-1971წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მექანიკა მათემატიკის ინსტიტუტში (პოლიმერების განყოფილებაში), 1972-1994წწ. საქართველოს კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის პოლიმერების ცოცვადობისა და ხანგრძლივი სიმტკიცის განყოფილებაში; 1994 წლიდან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სრული პროფესორია; 1995-2005წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის თვითმფრინავმშენებლობის კათედრის გამგე. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებით ჩატარებული კვლევები ეხება, დრეკადბლანტი სხეულების მექანიკას; კერძოდ, თხელკედლიანი გარსული კომპოზიტური კონსტრუქციების ცოცვადობაზე და ხანგრძლივ სიმტკიცეზე გაანგარიშებას, ცვლადი დატვირთვების აგრესიული გარემოსა და ტემპერატურული (მაღალი) ზემოქმედების გათვალისწინებით. კვლევებისადმი ახალი, ორიგინალური მიდგომების გამოყენებით, რაც ემყარება ცნობილი კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის აპარატს, მან შეიმუშავა გარსთა თეორიის სივრცული ამოცანების ბრტყელ ამოცანებზე მიყვანის ხერხი, რის საფუძველზე გაანგარიშებულია ისეთი ბრუნვითი კომპოზიციური გარსები, რომელთაც შეერთების მრუდი საზღვარი გააჩნიათ. მიღებული აქვს აკადემიკოს სერგეი კოროლიოვის სახელობის მედალი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1997). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.507; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.216 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |