The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ღამბაშიძე

Date of birth:5 June, 1924  (99 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1947-1949წწ. იყო კურორტ ტებერდის(ქლუხორის რაიონი) ტუბსანატორიუმის მთავარი ექიმი, საქართველოს ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფილტვის განყოფილების ორდინატორი, განყოფილების გამგე, №2, №1 და №6 ტუბსანატორიუმების ორდინატორი, ასპირანტი, ეპიდემიოლოგიისა და საორგანიზაციო განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1959-1968წწ. სწავლული მდივანი; 1968 წლიდან თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ტუბერკულოზის კათედრის ასისტენტი, დოცენტი. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზის კლინიკას, დიაგნოსტიკას, თანმხლებ დაავადებებს, დიფერენციალურ დიაგნოსტიკას, მკურნალობას და ტუბერკულოზთან ბრძოლის ორგანიზებულ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ტუბერკულოზური ექსუდატიური პლევრიტების მკურნალობა"(1963). სამეცნიერო-პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა კლინიკურ ორდინატორებს. ფტიზიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. თბილისის სამედიცინო აკადემიის ფტიზიატრიის კათედრის დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტუბერკულოზური ექსუდაციური პლევრიტების ჰორმონალური და ანტიბაქტერიული თერაპია", დაიცვა 1963 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.293

Member of Organizations

  • თბილისის ფტიზიატრთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ფტიზიატრთა საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1955 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

Share: