შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ ღაჭავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს. 1955-1957წწ. იყო აჭარის ასსრ ხულოს რაიონული საავადმყოფოს ექიმი მეან-გინეკოლოგი; 1958-1961წწ. სამეანო-გინეკოლოგიის ინსტიტუტის შტატგარეშე ექიმი; 1961 წლიდან პერინატალური მედიცინისა და სამეანო-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი მეან-გინეკოლოგი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორისაა ერთი მონოგრაფია: "პათოგენეზური კავშირი ქალის სასქესო ორგანოებსა და რევმატიზმს შორის"(1977). მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დირექტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქალის სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთება რევმატულ ავადმყოფებში", დაიცვა 1978 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.294 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |