Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლალი ღლონტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1966 წელს. 1966-1968წწ. იყო "მედტექნიკის" სპეციალიზებული №1 აფთიაქის ოკულისტი; 1966-1971წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტი; 1971-1993წწ. ამავე კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1971-1993წწ. ასისტენტი, 1993 წლიდან აღნიშნული კათედრის დოცენტი. ავტორია 43 სამეცნიერო ნაშრომისა, ნერვული სისტემის მემკვიდრულ დაავადებათა სხვადასხვა პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს ერთი დამხმარე სახელმძღვანელო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისათვის: სასწავლო ამოცანები პროგრამირებული კონტროლის ელემენტებით თემაზე: "ნერვული სისტემის დაავადებები"(1995). არის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების კონსულტანტი. ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუნთთა პროგრესული დისტროფიების კლინიკურ-გენეტიკური ანალიზი საქართველოს მოსახლეობაში", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.296; fortuna.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |