The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ დუმბაძე

თამაზ დუმბაძე
Date of birth:1 January, 1936
Date of death:24 August, 2016  (at 80 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის ვაჭრობის ინსტიტუტი 1979 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის N1 სამკერვალო ფაბრიკაში, სადაც განვლო გზა მუშიდან მომარაგების განყოფილების უფროსამდე. შემდეგ იყო მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი; 1989-1990წწ. მონაწილეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ეროვნული გვარდიის შექმნასა და მის შემდგომი ფორმირების საქმეში; 1991-1992 წლებში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე; 1992-1998წწ. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში. 1998-2004წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებულ დავალებათა ჯგუფის უფროსი. 1998 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან. ქართველი გენერალ-ლეიტენანტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.508; სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.127; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.125

Awards and Honors

  • 1998 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (სრული კავალერი)
    სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის
  • 1997 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • 1995 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1993 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

Share: