შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ დუმბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ვაჭრობის ინსტიტუტი 1979 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის N1 სამკერვალო ფაბრიკაში, სადაც განვლო გზა მუშიდან მომარაგების განყოფილების უფროსამდე. შემდეგ იყო მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი; 1989-1990წწ. მონაწილეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ეროვნული გვარდიის შექმნასა და მის შემდგომი ფორმირების საქმეში; 1991-1992 წლებში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე; 1992-1998წწ. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში. 1998-2004წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებულ დავალებათა ჯგუფის უფროსი. 1998 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან. ქართველი გენერალ-ლეიტენანტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.508; სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.127; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.125 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |