შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირიან მესტვირიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კურდღელაური, თელავის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1955 წელს; ამავე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1961წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ასპირანტი; 1961-1964წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1964-1970წწ. ქ. დუბნის ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1970-1986წწ. ქ. სერპუხოვის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1971 წლიდან ლაბორატორიის გამგე; 1986 წლიდან მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 1964 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი; 1971 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი; 1983 წლიდან პროფესორი. მეცნიერული ინტერესების სფერო: მაღალი ენერგიების ფიზიკა, გრავიტაციის თეორია. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |