შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სვეტლანა გოჩიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1967 წელს. 1967 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1987–1988წწ. სპეციალიზაცია გაიარა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში პედაგოგ ზოლოტოვასთან (ქორეოგრაფია); 1990–1995წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგ–რეპეტიტორი, 1995 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის პედაგოგ–რეპეტიტორი; მისი მოწაფეა: ლ. ხოზაშვილი; რეპერტუარში ჰქონდა, ქართული: ჯავარა, ირემა (დ. თორაძე "გორდა"), ჰერტრუდა, მედეა (რ. გაბიჩვაძე "ჰამლეტი", "მედეა"), პატარძალი (ს. ცინცაძე "დალი და მონადირე"), ბესი (გერშვინი–ოძელი "პორგი და ბესი", მ. ლავროვსკი ქორეოგრაფია); სხვა რეპერტუარი: ნიკია, ჰამზათი, ჩელიტა(მინკუსი "ბაიადერა", დონ კიხოტი"), ლაურენსია (კრეინი "ლაურენსია"), კარმენი (ბიზე–შჩედრინი "კარმენ–სიუიტა"), ბედისწერა (ბალანჩინი "სერენადა"), რაიმონდა (გლაზუნოვი "რაიმონდა"), ქალიშვილი (ბახი "ჩაკონა"). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 123 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |