Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეილა ღლონტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1943 წელს. 1943-1945წწ. იყო ე/გ 2458-ე ქირურგიული განყოფილების უფროსი; 1945-1951წწ. ამიერკავკასიის სამხრეთ-საჰაერო სპეც. დანიშნულების დასასვენებელი სახლის ექიმი; 1951-1955წწ. თბილისის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1956-1960წწ. კურორტ გაგრის მთავარი ექიმი, სანატორიუმ "ნეფტიანიკის" განყოფილების გამგე; 1960-1962წწ. საქართველოს პროფკავშირების მთავარი საკურორტო სამმართველოს სამკურნალო-პროფილაქტიკური განყოფილების გამგე; 1963 წლიდან იყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფიზიოთერაპიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, სწავლული მდივანი, ფიზიოლოგიური განყოფილების გამგე, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის, 12 რაციონალიზატორული წინადადების და 2 გამოგონების, რომლებიც ეხება კურორტული და პრეფორმირებული ფიზიკური ფაქტორების გამოყენებას სხვადასხვა დაავადების მკურნალობაში. ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის საკურორტო და სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ექიმებისა და ექთნების სისტემურ მომზადებას ფიზიოთერაპიაში. ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორიის ექიმი-ფიზიოთერაპევტი. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.296 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |