Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დარეჯან ღირდალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971–1973წწ. იყო თბილისის მე–11 პოლიკლინიკის უბნის თერაპევტი; 1973–1984წწ. თბილისის ჰემატოლოგიის და ს/გ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1984–1991წწ. ამავე ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1991 წლიდან დისპანსერულ–პოლიკლინიკური განყოფილების წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰემატოლოგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 58 სამეცნიერო ნაშრომის. ეკუთვნის 2 მეთოდური რეკომენდაცია, 5 რაციონალიზატორული წინადადება. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Клинико-иммунологические особенности хронического лимфолейкоза и терапия леваамзолом", დაიცვა 1980 წელს მოსკოვში. სადოქტორო დისერტაციის თემა - "Реабилитация прогнозирование и выживаемость при лимфопролиферативных заболеваниях", დაიცვა 1990 წელს ლენინგრადში. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.296 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |