შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ყიფიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ორენბურგის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს. 1969–1971წწ. იყო ორენბურგის მე–3 საგზაო კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1971–1975წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა მოსკოვში კლინიკური და ექსპერიმენტული ინსტიტუტის სისხლძარღვთა ქირურგიაში; 1975–1991წწ. მუშაობდა ქირურგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1991 წლიდან ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორი. ავტორია 95 სამეცნიერო ნაშრომის. სისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფეოქრომოციტომის დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 1975 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვაზორენალური ჰიპერტენზია ავადმყოფებში ერთადერთი მოფუნქცირე თირკმლით", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.300; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.206 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |